თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს წითელას ვაქცინაციაზე შესაბამის ცნობას სთხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:28 | 12.02.2018
ნანახია: 1786

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს წითელას ვაქცინაციაზე შესაბამის ცნობას სთხოვენ - წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები ბაღში შესაძლოა არც დაუშვან.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე, წითელას ვირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით წითელას ვირუსის ზრდა ყოველდღიურად ფიქსირდება და კლინიკებში მიმართვიანობაც გაზრდილია, რაც უფრო დროულად ჩატარდება აცრები, შემთხვევებიც იკლებს - ამიტომაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1-ლი თებერვლის ბრძანებით, აუცილებელია ყველა ბავშვს ჰქონდეს სავალდებულო ვაქცინაცია ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ წითელას ვირუსის შემთხევავათა 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე