ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილი იკითხება

საქართველო, თბილისი - 15:34 | 12.02.2018
ნანახია: 1076

ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვას ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც დაესწრება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მივიდაკლინიკაში. 

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მკურნალობას კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე