ბრიუს უილისმა გადასაღებ მოედანზე თავი შეუძლოდ იგრძნო

საქართველო, თბილისი - 12:56 | 12.02.2018
ნანახია: 1169

62 წლის ბრიუს უილისი გადასაღებ მოედანზე შეუძლოდ გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს როგორ უწევენ პირველად დახმარებას კოლეგები მსახიობს.

საბედნიეროდ, მსახიობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, ფოტოგრაფებმა კინოვარსკვლავი ფილმ „ობლების ბრუკლინის“ გადაღების დროს დააფიქსირეს.

სიუჟეტის ცენტრში ოთხი ობოლია, რომლებიც თავიანთ მფარველს, თაღლით დეტექტივს ფრენკ მინეს ერთგულები არიან. დეტექტივმა ისინი თავშესაფრიდან წამოიყვანა, ბიჭები მზად არიან ფრენკის ნებისმიერი დავალება შეასრულონ.

პროექტის რეჟისორი ედვარდ ნორტონია. მან შესანიშნავი გუნდი შეკრიბა: ბრიუს უილისის გარდა ფილმში ასევე მონაწილეობენ ალეკ ბოლდუინი და გუგუ მბატა-როუ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე