ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 09.02.2018
ნანახია: 2022

ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

Warner Bros.-ი და მსახიობი მილაპარაკებებს უკვე მართავენ, რომელიც უახლოეს მომავალში დამთავრდება.  სავარაუდოდ, ჯოკერის ისტორიის შესახებ ახალ ფილმზე მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყება.  სურათს ლეგენდარული რეჟისორი მარტინ სკორსეზე გადაიღებს, რომელიც ამ როლზე თავიდან ლეონარდო დი კაპრიოს მოიაზრებდა.

უცხოური გამოცემების ცნობით,  დი კაპრიომ როლზე უარი გადატვირთული გრაფიკის გამო თქვა.

ხოაკინ ფენიქსი კი ამ როლისთვის უკვე მზად არის და მას დიდ გამოწვევად მიიჩნევს. ფილმის სცენარისტი და ტოდ ფილიპსი იქნება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე