ჭიათურის მაღაროში აფეთქების საკითხს ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაცია შეისწავლის

საქართველო, თბილისი - 14:22 | 20.11.2015
ნანახია: 1696

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია მწუხარებას გამოთქვამს ჭიათურაში არსებულ მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ასოციაციის თავმჯდომარე შემთხვევის დეტალებში გაერკვევა. სულხან ხვედელიძე სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრებს კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებთან გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში,  25-ე მაღაროში 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა..

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე