დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება - ექიმი

საქართველო, თბილისი - 11:41 | 08.02.2018
ნანახია: 1695

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება - აცახდებს ღუდუშაურის კილინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ქარცივაძე.

„დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია“, - აღნიშნა ექიმმა.

მისი განმარტებით, დღეს რაიმე გართულებას ან ახალ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, დამატებითი ოპერაციის საკითხი არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს გუშინ დაესხნენ. სროლის შედეგად, მოკლულია ნოდარ გუგეშაშვილი, დოდო გუგეაშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე