ფიფას თასი თბილისში ჩამოიტანეს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 08.02.2018
ნანახია: 1792

ფიფას მსოფლიო თასი თბილისში ჩამოიტანეს. თასი საქართველოში ფიფას და „კოკა -კოლას“ წარმომადგენლებმა ჩამოიტანეს.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური  პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და  ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს  გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტიდან   თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.

თასის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო კი ისტორიაში მეოთხედ მოხდება. 
წელს ქვეყნების ჩამონათვალს კიდევ სამი მათგანი - ისლანდია, ავსტრია და მონღოლეთი დაემატა. 

ბოლოს თასს ადგილს რუსეთში მიუჩენენ, სადაც ეს ჯილდო 3 თვის განმავლობაში იმოგზაურებს და 16 ქალაქს მოივლის. 
FIFA-ს  მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს   მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და    6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს  საკუთრებაში, გამარჯვებულ  გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ  თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე