დოდო გუგეშაშვილს სოციალური პრობლემები ჰქონდა - კობა კობალაძე

საქართველო, თბილისი - 16:30 | 07.02.2018
ნანახია: 1665

,,შემზარავი ფაქტი მოხდა. გვაქვს იმედი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, როგორც ვეტერანთა კავშირის წევრებს, დოდო გუგეშაშვილსაც სოციალური პრობლემები ჰქონდა. 

„შემზარავი ფაქტი მოხდა და ამის შესახებ იმდენი ვიცი, რამდენიც მედიით გაჟღერდა. ალბათ შესაბამისი მოკვლევა განხორციელდება და სავარაუდო ვერსიები და კონკრეტული პასუხები გვექნება. მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა. დოდო გუგეშაშვილი არის ყველასთვის ცნობილი, მასთან გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია, კარგი პროფესიონალი იყო და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება“, - განაცხადა კობა კობალაძემ. 

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში დაჭრეს. გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, შვილი კი, ადგილზე დაიღუპა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე