„იავნანას“ სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია - პაატა ბურჭულაძე

საქართველო, თბილისი - 10:30 | 07.02.2018
ნანახია: 1667

რა დანაშაული უნდა იყოს, სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საუბრისას, ,,რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს უმსგავსობა უნდა მორჩეს.

„მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს, სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოძიების დაწყება წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს, მან უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა, უკავშირდება და მარტო ამას არა, სხვა რამეებსაც“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე