„ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა თამაშის დროს კბილები დაკარგა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:50 | 05.02.2018
ნანახია: 1495

მადრიდის „ატლეტიკოს“ კაპიტანმა დიეგო გოდინმა „ვალენსიის“ მეკარესთან ნეტოსთან შეჯახების შედეგად კბილები დაკარგა. ინციდენტი ესპანეთის პრიმერის 22-ე ტურის მატჩში მოხდა.

შეხვედრის 48-ე წუთზე საჯარიმოს შესრულების შემდეგ გოდინი „ვალნესიის“ მეკარეს დაეჯახა. 31 წლის ურუგვაელი მინდორზე დაეცა, რის შემდეგაც შეცვლა ითხოვა.

როგორც გაირკვა, ნეტომ დიეგოს იდაყვი სახეში ძლიერად მიარტყა, რის შემდეგაც მცველმა სამი კბილი დაკარგა. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკველვის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეცვალზე შემოსულმა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა ანხელ კორეამ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე