ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 05.02.2018
ნანახია: 1407

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში, 2018 წლის ფიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა. 

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებში საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში 4 ლიცენზირებული სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 

1.ფიგურული ციგურაობა-მორის ყვითელაშვილი
2.საციგაო სპორტი-გიორგი სოღოიანი
3.სამთო-სათხილამურო სპორტი-იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონჩანგში გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე