იანვარში ტურისტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 05.02.2018
ნანახია: 1096

2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%)-ია.

იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).

მონაცემები  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.  

იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთი(+20.1%), სომხეთი (+20.9%),რუსეთი (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ:  ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28% ლიტვა +16%და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი + 131%, საუდის არაბეთი + 127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48%, თურქეთი +20% და სხვა.

15 ქვეყანა, საიდაინაც ყველაზე მეტი  საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია საქართველოს 

 

ქვეყანა

2017: 
იანვარი

2018: 
იანვარი

ცვლილება

ცვლილება %

1

აზერბაიჯანი

115,527

116,503

976

0.8%

2

თურქეთი

79,042

94,959

15,917

20.1%

3

სომხეთი

77,528

93,711

16,183

20.9%

4

რუსეთი

62,075

71,141

9,066

14.6%

5

ირანი

8,091

15,570

7,479

92.4%

6

უკრაინა

10,232

10,497

265

2.6%

7

ინდოეთი

2,565

3,792

1,227

47.8%

8

ისრაელი

1,703

3,006

1,303

76.5%

9

ყაზახეთი

2,271

2,447

176

7.7%

10

ფილიპინები

1,997

2,379

382

19.1%

11

ა შ შ

1,819

1,935

116

6.4%

12

ბელარუსი

1,125

1,654

529

47.0%

13

გერმანია

1,561

1,561

0

0.0%

14

გაერთიანებული სამეფო

1,024

1,340

316

30.9%

15

საუდის არაბეთი

583

1,325

742

127.3%

2017 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა  უპრეცედენტო რაოდენობა  7,554,936  ეწვია.  (ზრდა +18.8%) მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები უცხოური ტურიზმიდან და წინასწარი მონაცემებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთა  შედარებით 586 მილიონი აშშ დოლარით მეტია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე