2018 წელს შიდსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 02.02.2018
ნანახია: 1972

2018 წელს  შიდსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკას, 26 იანვრის მდგომარეობით,  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, სულ საქართველოში 2018 წლის 26 იანვრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 6814 შემთხვევა. 5095 - მამაკაცი,  1719 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3674 პაციენტს, 1405 გარდაიცვალა. არვ მკურნალობაზეა 4144მათ შორის, აფხაზეთში - 477 პაციენტი.

მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე