ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 02.02.2018
ნანახია: 1429

იტალიელ მსახიობს ჯინა ლოლობრიჯიდას, რომელსაც მსოფლიოს ულამაზეს ქალს უწოდებენ, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობი 90 წლისაა.

დიდების ხეივანში მსახიობების, მუსიკოსების, პროდისურებისა და ხელოვნების სხვა მოღვაწეების  2 600-ზე მეტი ვარსკვლავია გახსნილი. ვარსკვლავის მფლობელებს ეს პატივი ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ერგოთ.

ჯინა ლოლობრიჯიდას საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმებმა „ფანფან-ტიტა“ (1952) და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“(1956).






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე