მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიის აპარატმა პაციენტი შეიწოვა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 29.01.2018
ნანახია: 4921

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიის აპარატმა პაციენტი შეიწოვა. ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

კლინიკის პაციენტი რაჯეშ მარუ კაბინეტში ლითონის ჟანგბადის ბალონით შევიდა. სკანერის ძლიერი მაგნიტური ველის გამო მარუ აპარტმა შიგნით შეიწოვა.

ექიმებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გამორთეს და პაციენტი გამოიყვანეს, რომელიც რეანიმაციაში ათი წუთის შემდეგ გარდაიცვალა. მარუს ნათესავების თქმით, კლინიკის პერსონალი ამტკიცებდა, რომ კაბინეტში შესვლა უსაფრთხო იყო.

 „როდესაც ვუთხარით, განყოფილებაში ლითონის საგანთან ერთად შესვლა საშიში ხომ არ იყო, მათ დაგვარწმუნეს, რომ ყოველთვის ასე აკეთებდნენ“, - განაცხადა მარუს ნათესავმა.

მუმბაის პოლიციის განცხადებით, ექიმისა და კლინიკის თანამშრომლების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მათ გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილში ადანაშუალებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე