ლარის ახალი კურსი

საქართველო, თბილისი - 17:06 | 26.01.2018
ნანახია: 1155

26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4578 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 4.21 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0636 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1034 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.98 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6566 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5021 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 იანვრიდან შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე