ელტონ ჯონი საგასტროლო მოღვაწეობას ასრულებს

საქართველო, თბილისი - 10:06 | 25.01.2018
ნანახია: 1335

ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი სცენაზე 50-წლიანი გამოსვლის შემდეგ საგასტროლო მოღვაწეობას ასრულებს. მისი საბოლოო ტურნე One Last World 2018 წლის სექტემბერში დაიწყება.

ამის შესახებ ცნობილი პრეს-კონფერენციაზე გახდა, რომელიც ერთდროულად ლონდონსა და ნიუ-იორკში გადაიცემოდა.

სერ ელტონ ჯონის თქმით, მისი ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეიცვალა და პირველ ადგილზე ახლა მისი ოჯახი და შვილებია.

გასულ წელს სერ ელტონ ჯონმა  ერთი კვირა საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა.

როგორც მაშინ მისმა მენეჯერმა განაცხადა, ამის მიზეზი საშიში ბაქტერიული ინფექცია გახდა, რომელიც მას ლათინურ ამერიკაში ტურნეს დროს შეხვდა.

ამის გამო მუსიკოსმა ლას-ვეგასსა და კალიფორნიაში ცხრა კონცერტი გადადო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე