ენმ-ის წევრზე თავდამსხმელს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:35 | 21.01.2018
ნანახია: 937

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეზე თავდამსხმელ შოთა ისაკაძეს გირაო შეუფარდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებით, კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. 

გირაოს გადახდამდე შოთა ისაკაძე პატიმრობაში რჩება, მას გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსანდრე კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კვახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან მიაყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე