სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ღონისძიებები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტარდება

საქართველო, თბილისი - 15:25 | 21.01.2018
ნანახია: 1147

რუსთავთან ახლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ. ,,საზოგადოებრივის’ ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები. მყვინთავები და მაშველები მდინარე მტკვარში ნავით არიან შესული და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რას ეძებენ მტკვარში, ჯერ უცნობია.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე