ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 14:45 | 21.01.2018 ნანახია: 1330ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო ბათუმის სტადიონის მშენებლობა დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია 21 იანვარს გაიმართა. ოფიციალურ ღონისძიებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ესწრებოდა. ოფიციალურ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც რეგიონის, ისე საქართველოს მთავრობიდან. სტადიონის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები.
ღონისძიებაზე სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლით ბათუმის დინამოს წარსული გააცოცხლეს, შესრულდა ცეკვა ,,ხორუმი“ და სიმღერა ბათუმზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება მიულოცა და მეგა-პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ ისტორიული პროექტის დაწყების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის, სრულიად ახალი და თანამედროვე სტადიონი პირველად სწორედ ბათუმში შენდება. დღეს აქ შესრულდა ქართული ცეკვა ხორუმი, და ზუსტად ხორუში იგრძნობა ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა, ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი წარმატება და ჩვენი გუნდურობა. და როცა ვსაუბრობთ ახალ სტადიონზე, თქვენ ხედავთ პროექტს, რომლის გარე ფასადშიც სწორედ ხორუმის ელემენტებია ჩართული. ბათუმის სტადიონი იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ერთიანობის და გამრჯვების სიმბოლო“.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფეხბურთის და სპორტის განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ეკონომიკის წინსვლას რეგიონში.
,, დღეს არის განსაკუთრებული გრძნობა, ყველანი ბედნიერები ვართ. ყველას გვიხარია ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ეს არის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილი. პირველ რიგში, ეს დღე მინდა მივულოცო ბათუმელებს. კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლე მთხოვდა, როდის იქნებოდა ბათუმში ცენტრალური სტადიონი და დღეს ეს სიტყვა იქცა საქმედ,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ანსამბლ „ბათუმის“ მიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერის“ თანხლებით გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
ბათუმის სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა