აშშ-ში „ქალთა მარშები“ იმართება

საქართველო, თბილისი - 14:18 | 21.01.2018
ნანახია: 1015

აშშ--ს რამდენიმე ქალაქში  „ქალთა მარშები“ იმართება, რომლებიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლისთავს ეძღვნება.

ყველზე ხალხმრავალი აქციები, რომლებშიც პოლიტიკოსები, ესტრადის და კინოს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, იგეგმება ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში.

აქციის მონაწილეები აპირებენ პროტესტის გამოხატვას ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის და პირადად პრეზიდენტის იმ რიტორიკის წინააღმდეგ, რომელსაც ოპონენტები უწოდებენ სექსისტურსა და ანტიიმიგრანტულს.

შარშან "ქალთა მარშზე", რომელიც ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს გაიმართა, 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე