აშშ-ში თავისუფლების ქანდაკება მნახველებისთვის დაიხურა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 21.01.2018
ნანახია: 1607

აშშ-ში, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი, თავისუფლების ქანდაკება, მნახველებისთვის დაიხურა.  ამის მიზეზი ფედერელური მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერება გახდა.

მანჰეტენზე, ტურისტებისთვის სპეციალური ნიშნები განათავსეს, რომლითაც ძეგლის დახურვის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. 

დახურულია ასევე ელისის კუნძული. ორივე ობიექტს აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახური მართავს.

სახელმწიფო უწყებების მუშაობის დროებითი შეჩერების გამო, აშშ-ის ტერიტორიაზე ეროვნული პარკების და მუზეუმების მესამედი დაიხურა.

აშშ-ის ფედერალური უწყებების მუშაობა, დაფინანსების არარსებობის გამო, შეჩერდა. სენატში დემოკრატებმა დროებითი ბიუჯეტის მიღების საკითხი ჩააგდეს. შესაბამისი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს, თუმცა სენატმა დაბლოკა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე