ივანიშვილს საქართველოში სააკაშვილის ნებისმიერი ფორმით ყოფნის ეშინია - თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 19.01.2018
ნანახია: 1525

ივანიშვილს საქართველოში სააკაშვილის ნებისმიერი ფორმით ყოფნის ეშინია, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ ,,პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„სააკაშვილის წინააღმდეგ სამი ოლოგარქის ივანიშვილის, პუტინისა და პოროშენკოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მის მხარეს სიმართლე და ხალხია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ბრძოლა გამარჯვებას მოიპოვებს.  ივანიშვილს საქართველოში სააკაშვილის ნებისმიერი ფორმით ყოფნის ეშინია და ეს საქართველოსა და ყოფილი შს მინისტრის საუბრიდან გამოჩნდა, რომელიც გომელაურს, მისი წარმოდგენით, უკრაინის შს მინისტრთან ჰქონდა. რაც შეეხება ექსტრადირებას, ამაზე მოლაპარაკებები მიდის და ეს ადამიანები თვლიან, რომ შეუძლიათ პოლიტიკური ოპონენტებით ივაჭრონ, რაც არ გაუვათ. ყველა მოცემულობისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სიმართლე  ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარესაა“, – დასძინა ბოკუჩავამ.

კიევის სააპელაციო სასამართლოში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს კვლავ გადაიდო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე