დაკავებულ მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა

საქართველო, თბილისი - 16:34 | 19.01.2018
ნანახია: 1039

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმნიუსჯორჯიას“ შსს-ში დაუდასტურეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს გადაკვალიფიცირდა და ახლა დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ხულიგნობაც ედება ბრალად.

სამუშიას სისხლის სამართლის კოლდექსის, 117-ეს პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი.   

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე, რესტორან „აღაში“  სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 18 წლის მომღერალი, საბა სამუშია დააკავეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, დავით კენჭიაშვილის ჯგუფის მუსიკოსია.

რაც შეეხება დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცს, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე