შსს-მ ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე განხორციელებული შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 19.01.2018
ნანახია: 915

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე, ალექსანდრე კვახაძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი - ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს - შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე