ISIS-ის მებრძოლი გერმანელი რეპერი სირიაში დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 19.01.2018
ნანახია: 849

სირიაში გერმანელი რეპერი დენის კუსპერტი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა "მირორი" იტყობინება. კუსპერტი, იგივე დესო დოგი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის 17 იანვარს დეირ ეზ ზორში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა. დესო დოგი, რომელიც"დაეშში" აბუ თალჰ ალ-ამანის სახელითაც იყო ცნობილი, ბინ ლადენის მადიდებელ სიმღერებს წერდა, ბარაქ ობამას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა და ერთ-ერთ ვიდეოში ხელში მოკვეთილი თავიც ეჭირა. ის თავის მუსიკას ისლამისტთა რიგებში ახალგაზრდების გადაბირებისთვის იყენებდა.

დესო დოგი ქორწინებაში გამოძიების ფედერალური ბიუროს თარჯიმან დანიელე გრინთან იმყოფებოდა, რომელსაც შეერთბულ შტატებში დაბრუნების შემდეგ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე