მარნეულში მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 19.01.2018
ნანახია: 950

მარნეულში მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ,,მარნეული'' ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 18 იანვარს მოხდა.

გარდაცვლილი მოზარდი ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მე-7-ე კლასში სწავლობდა. ის მეორე სმენაში დადიოდა. როგორც ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა ხუხუამ, რადიო ,,მარნეულთან'' საუბრისას განაცხადა, მეორე სმენა 18:20 საათზე მთავრდება, რის შემდეგაც გარდაცვლილმა მოზარდმა თანაკლასელებთან და დამრიგებელთან ერთად სკოლა დატოვა და სახლში წავიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე  ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  რკინიგზის ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის  წესის დარღვევას, რამაც ადამიანის  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე