იტალიაში ჩინური მაფიის წევრები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 19.01.2018
ნანახია: 830

იტალიაში ჩინური მაფიის წევრები დააკავეს. სპეცოპერაცია პოლიციამ ფრანგი და ესპანელი სამართალდამცველების დახმარებით ჩაატარა.

რეიდები რომში, ფლორენციაში, მილანში, პიზასა და მეზობელი ქვეყნების მოსაზღვრე რაიონებში მოეწყო. დაკავებულია 33 ეჭვმიტანილი, რომლებიც ქუჩებში გარე ვაჭრობებს აკონტროლებდნენ.

დაკავებულები სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანებში წარსდგებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე