„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 18:17 | 18.01.2018
ნანახია: 1208

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს თავს დაესხნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2'' ავრცელებს.

ალექსანდრე კვახაძეს ფიზიკურად ცინცაძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. თავად დაზარალებული ამ ფაქტს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებს და კრიმინალად განიხილავს.

ალექსანდრე კვახაძის თქმით, მისთვის უცნობი პირები თანხის გამოძალვას ცდილობდნენ.

„მთხოვეს, რომ გარკვეული თანხა, რომელიც დაახლოებით, ორჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს, მიმეცა მათთვის. ასევე მთხოვდნენ, რომ თანხა online სესხის სახით გამომეტანა, რაზეც პრინციპული და კატეგორიული უარი ვუთხარი, რის შემდეგაც უკვე წამოვიდა მუქარა და წამოვიდა შეურაცხყოფა და ამის მერეც რომ ვთქვი უარი, მერე უკვე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ჩემზე,“ - განაცხადა ,,რუსთავი 2''-თან საუბრისას კვახაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე