თემქაზე მშენებარე შენობიდან 27 წლის მამაკაცი გადავარდა

საქართველო, თბილისი - 18:10 | 18.01.2018
ნანახია: 1084

თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან 27 წლის მამაკაცი გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე