სექსის შემდეგ მთხოვა დისკზე პორნოფილმები ჩამეწერა - პორნომსახიობის სკანდალური ინტერვიუ ტრამპის შესახებ

საქართველო, თბილისი - 15:56 | 18.01.2018
ნანახია: 3295

პორნომსახიობმა სტეფანი კლიფორდმა ჟურნალ InTouch Weekly-ს ინტერვიუ მისცა, სადაც დონალდ ტრამპთან შეხვედრის ინტიმურ დეტალებზე ისაუბრა.

სტეფანიმ ჟურნალთან ჯერ კიდევ 2011 წელს ისაუბრა, თუმცა გამოცემამ სკანდალური ინტერვიუს დაბეჭდვა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.

ჟურნალი ამ ფორმით გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ტრამპის ადვოკატმა 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პორნომსახიობს დუმილისთვის 130 ათასი დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.

სტეფანის თქმით, მან ტრამპი 2006 წელს გოლფის ტურნირზე გაიცნო.

რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელის შემდეგ მილიარდერმა ქერა ლამაზმანი სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა და სტეფანისაც უარი არ უთქვამს. იმ დროს დონალდი უკვე დაქორწინებული იყო მელანიაზე, მათი ვაჟი ბერონი კი სამი თვის იყო.

„მასთან სექსი თითქოს სახელმძღვანელოს მიხედვით იყო. არაფერი გიჟური. ერთ პოზიციაში, ის, რასაც ამ ასაკის ადამიანისგან ელი“, - განაცხადა პორნო მსახიობმა.

სასიყვარულო სცენის წინ სტეფანიმ ტრამპი გააფრთხილა, რომ მისთვის ფული არ შეეთავაზებინა.

„თუმცა ამასთან ვფიქრობდი, რომ თუ ის გადაიხდიდა, ეს ძალიან დიდი თანხა იქნებოდა,“- აღნიშნა სტეფანიმ.

ვნებიანი სექსის შემდეგ დონალდმა გოგონას სთხოვა დისკზე მისი პორნოფილმები ჩაეწერა.

სტეფანის მტკიცებით, სასტუმროში შეხვედრის შემდეგ ტრამპი 10 დღის განმავლობაში ურეკავდა. მედიამაგნატი პირდებოდა, რომ თავის ერთ-ერთ ტელეშოუში გადაიღებდა და ფულით აავსებდა.

„მან მითხრა, რომ მე ქალიშვილს - ივანკას ვახსენებდი და ისეთივე ჭკვიანი და ლამაზი ვიყავი“, - ამბობს მსახიობი.

სტეფანი და დონალდი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ტრამპის ცათამბჯენში ან სასტუმროებში ხვდებოდნენ.

2007 წელს ტრამპმა განაცხადა, რომ თავის შოუში მისი გადაღება არ შეეძლო, მას გოგონასადმი ინტერესი მომენტალურად გაუქრა.

მსახიობის თქმით, 2010 წლამდე დონალდი მასთან რეკვას მაინც განაგრძობდა და ხვდებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად.

Стефани в 2015 году. Фото: GLOBAL LOOK PRESS




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე