ბრიტნი სპირსი უკვე ორსულადაა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:54 | 18.01.2018
ნანახია: 2595

36 წლის ბრიტნი სპირსისა და 23 წლის სემ ასგარის ნიშნობი შესახებ ვნებათაღელვა ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, რომ ახალი ხმები გავრცელდა მომღერლის ორსულობის შესახებ.

არც სპირსსა და არს მის ბოიფრენდს ნიშნობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. წყვილი ასევე დუმს ორსულობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც.

ასგარი წარმოშობით ირანიდანაა,ის აშშ-ში ცხრა წელია ცხოვრობს და ფიტნეს-ტრენერად და მოდელად მუშაობს. სპირსი მან კლიპ Slumber party-ის გადაღებაზე გაიცნო.

თავის მხრივ საიტი Gossipcop.com-ი უარყოფს ინფორმაციას ვარსკვლავის ორსულობის შესახებ. „ბრიტნის სურს ცოლად გაყვეს სემს და მხოლოდ შემდეგ დაორსულდეს“, - ციტირებს გამოცემა წყაროს.

წყაროს თქმით, ბრიტნი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. „მის გვერდით არის მამაკაცი, რომელსაც ის ძალიან უყვარს, მომღერლის ოჯახი ამ ურთიერთობებს მხარს უჭერს. სემს მომავალში ბრიტნისგან რამდენიმე შვილის ყოლა სურს“, - აღნიშნავს წყარო.

შეგახსენებთ, ბრიტნი სპირსს კევინ ფედერლაინისგან ორი ვაჟი ჰყავს. ინსაიდერის მტკიცებით, მომღერალი ქალიშვილზე ოცნებობს.

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე