მშობლების მიერ დამწყვდეული ბავშვების ნათესავები ოჯახს ბედნიერად მიიჩნევდნენ

საქართველო, თბილისი - 13:43 | 18.01.2018
ნანახია: 1403

მშობლების მიერ დამწყვდეული13 ბავშვის ბებია და პაპა ოჯახს ბედნიერად მიიჩნევდნენ და შოკირებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ისინი ჯაჭვით იყვნენ დაბმულნი.  ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიაში რივერსაიდის ოლქის პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომელსაც 2-დან 29 წლამდე შვილები დამწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი მათგანი კი ჯაჭვით იყო დაბმული.

57 წლის დევიდ ალენ ტურპინის მშობლები ამ ინფორმაციით გაოცებულნი და შოკირებულნი არიან, ხუთი წლის წინ კალიფორნიაში მათი ბოლო ვიზიტის დროს, ბავშვები მათ გამხდრებად მოეჩვენათ, თუმცა მათი თქმით, ოჯახი ბენიერად გამოიყურებოდა.

ბებიისა და პაპის თქმით, ბავშვები მკარც საშინაო განათლებას იღებდნენ. მათი ერთ-ერთი დავალება კი ბიბლიიდან ვრცელი ამონარიდების სწავლა იყო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე