გამოკითხულთა 46%- ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ - NDI

საქართველო, თბილისი - 11:23 | 18.01.2018
ნანახია: 768

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად​, გამოკითხულთა  უმრავლესობის - 46%- ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ.

კითხვაზე, თქვენი აზრით, თანასწორად მიიჩნევენ თუ არა საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს, გამოკითხულთა, 46% აცხადებს, რომ „არა“, 36 % ამბობს, -„დიახ", 18%-მა კი „არ იცის“.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე