სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა საგანგაშოა - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 11:19 | 18.01.2018 ნანახია: 854სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა საგანგაშოა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერმა, დღეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვით
- 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს;
- უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ;
- დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტის მშენებლობა;
- სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 627 000 ლარს.
„შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება. ციფრები, რომელიც მე წარმოვადგინე, საგანგაშოა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავუხაროთ თავი ამ გამოწვევებს, პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობენ, მათ უსაფრთხოებაზე და ასევე, არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონო მშენებლობები წამოიწყონ. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა