ისლანდიაში მგზავრი თვითმფრინავში ბევრი ტანსაცმლის გამო არ აუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:03 | 18.01.2018
ნანახია: 981

ბრიტანელი რაიან კარნეი ვილიამსი რეიკიავიკისაეროპორტში ავიაკომპანია British Airways-ისბორტზე ვერ მოხვდა, მიზეზი კი ბევრი ტანსაცმელი გახდა. საუბარია სამოსზე, რომელიც მას თავად ემოსა.

მგზავრმა გაფრენამდე 7 წყვილი შარვალი და 10 მაისური ჩაიცვა, რათა ავიაკომპანიისათვის დამატებით ბარგის საფასური არ გადაეხადა. თუმცა რეგისტრაციისას ბრიტანელს უარი უთხრეს და მას ჩასხდომის ბარათი არ მისცეს. მგზავრის პროტესტის შემდეგ პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.

ინციდენტის შემდგომ დღეს, მგზავრი ისევ გამოცხადდა აეროპორტში და ამჯერად ავიაკომპანია easyJet-ის რეისით გამგზავრება სცადა, თუმცა ამაოდ. ავიაკომპანიამ მას უარი უთხრა და მიზეზად წინა დღის საქციელი დაუსახელა.

საბოლოოდ British Airways-მა და easyJet-მა მგზავრს ბილეთის საფასური უკან დაუბრუნეს.

ვილიამსმა გამგზავრება მესამე მცდელობაზე, ამჯერად ავიაკომპანია Norwegian-ის მეშვეობით შეძლო.

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრმა ავიაკომპანიამ აამოქმედა უბარგო ტარიფი. სწორედ ამიტომ ზოგიერთმა მწარმოებელმა სპეციალური სამოსის გამოშვებაც კი დაიწყეს, რომელსაც საკმაოდ ბევრი და ტევადი ჯიბეები აქვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე