შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:30 | 17.01.2018
ნანახია: 1081

შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo"-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება.

შანხაის გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით შედეგიანი იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ, რომელიც 2018 წლიდან შევიდა ძალაში. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ 150,000 ჩინელი და უცხოელი პროფესიონალი შემყიდველები.

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გამართვის ინიციატივით 2017 წლის მაისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფორუმზე გამოვიდა. გამოფენა წელს პირველად ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე