ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის პოსტი შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 17.01.2018
ნანახია: 875

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თავის მთავრობაში ახალი  „მარტოობის მინისტრის“ პოსტი შექმნა. სამინისტროს ხელმძღვანელად პარლამენტის სპორტისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ტრეისი კრაუჩი დანიშნა.
„ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა თანამედროვე ცხოვრების სევდიან რეალობას წარმოადგენს. მინდა ვებრძოლო ამ პრობლემას ჩვენი საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანისთვის, რათა დავეხმაროთ და გადავლახოთ ხანდაზმული ადამიანების მარტოობა, ვინც დაკარგა ახლობლები, ვისაც არ ყავს არავინ, ვისაც მოსაზრებებსა და განცდებს გაიზიარებდა“, - ნათქვამია მეის განცხადებაში.

ბრიტანული „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, ცხრა მლნ-ზე მეტი ბრიტანელი ხშირად ან მუდმივად განიციდს მარტოობას.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე