სენატორმა უჩინარი სათვალე მოიხსნა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:06 | 17.01.2018
ნანახია: 1274

ამერიკელმა სენატორმა ორინ ჰეთჩმა სოციალური ქსელის მომხმარებლები ხალისიან განწყობაზე დააყენა. სენატორმა კონგრესში გამოსვლის დროს იმ სათვალის მოხსნა სცადა, რომელიც არ ეკეთეა. ვიდეოს ფრაგმენტი Twitter-ში ჟურნალისტმა ჯონათან ლევაინმა გამოაქვეყნა. 24 საათის განმავლობაში პუბლიკაციამ 50 ათასზე მეტი ნახვა მოიპოვა.


ინეტრნეტმომხმარებლებმა პოლიტიკოსის დაბნეულობაზე იხუმრეს და ივარაუდეს, რომ მოგვიანებით მან უჩინარი სათვალე გაწმინდა და ისევ გაიკეთა.

ზოგიერთმა კი აღნიშნა, რომ ეს გავრცელებული შეცდომაა იმ ადამიანების, რომლებიც სათვალეს დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ, შემდეგ კი ლინზებს ისვამენ.

სენატორის წარმომადგენლები არ დაბნეულან და ხუმრობით განაცხადეს, რომ ჰეთჩმა დატესტა უჩინარი სათვალე, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ გამოჩენილა
მოგვიანებით ჰეთჩის ოფისში განმარტეს, რომ მას სათვალე სახლში დარჩა და მოძრაობა ჩვევის გავლენით ინსტიქტურად გააკეთა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე