ენრიკე იგლესიასმა და ანა კურნიკოვამ ტყუპების პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 17.01.2018
ნანახია: 2061

ცნობა იმის შესახებ, რომ ენრიკე იგლესიასსა და  ანა კურნიკოვას ტყუპები შეეძინათ, 2017 წლის დეკემბერში გავრცელდა. წყარო ამტკიცებდა, რომ წყვილს ტყუპები - ბიჭი და გოგო შეეძინა, რომლებსაც ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს.

არც ანას ორსულობისა და არც შესაძლო სუროგატი დედის ასრებობის შესახებ საუბარი მანამდე არ ყოფილა. ამიტომ ინფორმაცია მათი თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, ბედნიერება იმდენად უსაზღვრო იყო, რომ ანამ და ენრიკემ თავი ვერ შეიკავეს და გავრცელებული ხმები ახალშობილების ფოტოებით დაადასტურეს.

„ჩემი ბედნიერება“, - ლაკონურად მიაწერეს მშობლებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს.

შეგახსენებთ, რომ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ერთად უკვე 16 წელია არიან. მედიაში რეგულარულად იწერებოდა წყვილის დაშორების შესახებ, თუმცა შეყვარებულებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ მათი გრძნობა მარადიულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე