United Airlines-ის თვითმფრინავმა ტუალეტის გადავსების გამო იძულებითი დაშვება განახორციელა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:07 | 17.01.2018
ნანახია: 840

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ისთვითმფრინავმა საპირფარეშოს გადავსების გამო იძულებითი დაშვება განახორციელა, იტყობინება Fox News-ი.

ლაინერი, რომელიც დენვერიდან ჰავაიზე მიფრინავდა, განრიგით გათვალისწინებულ დაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე სან-ფრანცისკოს აეროპორტი დაჯდა.

აეროპორტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თვითმფრინავის შეცვლის შესახებ. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთვის 8 საათიან ფრენას, ახალი თვითმფრინავის მოლოდინში კიდევ 8 საათი დაემატა.

როგორც გაირკვა, დენვერში თვითმფრინავს სახმელეთო სამსახური არ მოემსახურა.

“ეს გამოცდილება იყო საკმაოდ უსიამოვნო და გულდასაწყვეტი“, განაცხადა United Airlines-ის წარმომადგენელმა და მგზავრებს ბოდიში მოუხადა.

საბოლოოდ კომპენსაციის სახით ავიაკომპანიამ მგზავრებს ბონუსის სახით 10 ათასი მილი, ან 200 დოლარის გადახდა შესთავაზა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე