კიმ კარდაშიანმა ახალშობილ ქალიშვილს ოქროს საწოვარა აჩუქა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:42 | 17.01.2018
ნანახია: 1253

გუშინ კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ოჯახში მესამე ბავშვი დაიბადა. გოგონა ქვეყნიერებას სუროგატმა დედამ მოავლინა. ბავშვების დაბადებისთვის ცოლ-ქმარი გულმოდგინედ ემზადებოდა. გამოცემა Closer magazine-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მათ ბავშვის ტანსაცმლის, სათამაშოებისა და ავეჯისთვის 550 ათასი დოლარი დახარჯეს.  

მედიის ცნობით, კიმ კარდაშიანმა  Swarovski-ის კრისტალებით გაფორმებული სარწეველა ცხენი 137 ათას დოლარად შეიძინა, ცნობილი ბრენდის პლუშის დათვში კი 170 ათასი დოლარი გადაიხადა. შენაძენთა სიაში ასევე მოხვდა ბრილიანტის თვლებით მოჭედილი ოქროს საწოვარა, ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი და ხელით მოხატული საწოლი.

კარდაშიანსა და უესტს 4 წლის გოგონა ნორტი და 2 წლის ვაჟი სეინტი ჰყავს. ბავშვები კიმმა საკუთარი მუცლით ატარა. სუროგატ დედას მან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაუკავშირდა. მას მესამე შვილის გაჩენა ბუნებრივი გზით არ შეეძლო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე