ქართველ ტენორს, თეიმურაზ გუგუშვილს 4 თებერვალს, თბილისის ოპერის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველო, თბილისი - 14:29 | 17.01.2018
ნანახია: 1723

დიდ ქართველ ტენორს, საქართველოს სახალხო არტისტს, თეიმურაზ გუგუშვილს 4 თებერვალს, თბილისის ოპერის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

თეიმურაზ გუგუშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1984 წელს კი ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). 1982 - 83 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლას კალაში ჯულიეტა სიმიონატოს ხელმძღვანელობით. 1978 წლიდან თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრიის სოლისტია. იგი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სოლო სიმღერის კათედრის გამგე.

თემიმურაზ გუგუშვილი დიდი წარმატებით გამოდის უცხოელი მსმენელის წინაშე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდი ქალაქის, აგრეთვე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე. დიდი ქართველი ტენორის შემოქმედებას კარგად იცნობენ უცხოეთში. თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი გრაფიკი დღემდე აქტიური საგასტროლო მარშრუტით გამოირჩევა.

მომღერალის ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“(რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა. თბილისის ოპერის წინ, ცისანა ტატიშვილის, მედეა ამირანაშვილის, ნოდარ ანდღულაძის, თენგიზ მუშკუდიანის, პატა ბურჭულაძისა და ლადო ათანელის სახელობითი ვარსკვლავების გვერდით, 4 თებერვალს, რიგით მეშვიდე, თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. თეიმურაზ გუგუშვილი ღირსების ორდენის კავალერია, მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის, ზურაბ ანჯაფარიძისა და ირინა არხიპოვას სახელობის პრემიები. შესრულდება ჯაკომო პუჩინი „ტოსკა“ - პირველი მოქმედება; რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“ - მეორე მოქმედება თგეიმურაზ გუგუშვილთან ერთად იმღებენ: თამარ ივერი, სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს და ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ვიქტორ პლოსკინა (ბელარუსი)


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე