რომის პაპი ძალადობის მსხვერპლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 17.01.2018
ნანახია: 800

რომის პაპი ფრანცისკე სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შეხვდა, რომლებიც ჩილელი კათოლოკე სასულიერო პირების ძალადობას ემსხვერპლნენ.

„შეხვედრას მხოლოდ პაპი და ძალადობის მსხვერპლები ესწრებოდნენ“, - განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა ჰრეგ ბურკმა.

მანამდე რომის პაპი ჩილეს პრეზიდენტს მიშელ ბაჩელეტს შეხვდა. შეხვედრაზე მან საჯაროდ მოიხდა ბოდიში პედოფილი მღვდლების გამო. „მე არ შემიძლია არ გამოვხატო ტკივილი და სირცხვილი, რომელსაც ბავშვების წინაშე ჩადენილი ზიანის გამო ეკელსიის მსახურების მხრიდან“, -აღნიშნა პონტიფიკმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე