H&M-ის რეკლამაში მონაწილე ბიჭის ოჯახმა საფრთხის გამო საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 17.01.2018
ნანახია: 857

კომპანია H&M-ის სკანდალური სარეკლამო ფოტოს შემდეგ აფროამერიკელი ბავშვის ოჯახი უსაფრთხოების თვალსაზრისით იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.

გასულ კვირას სამხრეთაფრიკელი აქტივისტები H&M-ის რამდენიმე მაღაზიას თავს დაესხნენ. ისინი აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ კომპანიის სარეკლამო ფოტოზე აღბეჭდილი იყო აფროამერიკელი ბიჭუნა მაისურზე წარწერით: „ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში“.

ის, რომ ხუთი წლის ლიამ მანგოს ოჯახი სტოკჰოლმში, იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა, „ბი ბი სის“ ბავშვის დედამ ტერი მანგომ განუცხადა.

როგორც მანგო ამბობს, მას სოციალურ ქსელში დღემდე თავს ესხმიან მისი განცხადების გამო. მან სკანდალის აგორების შემდეგ განაცხადა, რომ H&M-ის ფოტოსურათში რასისტულ გზავნილს ვერ ხედავს.

 „ისინი ფიქრობენ, რომ მე გავიყიდე. რომ მე აფროამერიკელებისა და ყველა შავკანიანის სირცხვილი ვარ. მიაჩნიათ, რომ შვილი ფულზე გავყიდე“, - ამბობს ტერი მანგო.

„პატივს ვცემ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვების აზრს. ვიცი, რომ რასიზმი არსებობს, მაგრამ მაისურზე წარწერას რასისტულად არ მივიჩნევ“- აღნიშნა ტერი მანგომ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე