ამ შემთხვევაში Freedom house ცდება - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 17:15 | 16.01.2018
ნანახია: 1274

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებული არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები,ამ შემთხვევაში freedom house ცდება.

სუბარის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა დამოუკიდებლობის წლების პერიოდში.

,,მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ რით ისარგებლა freedom house-მა. შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ პარტიას აქვს მოგების შანსი, ვისაც აქვს მხარდაჭერა და ვისაც არ ექნება მხარდაჭერა დარჩება 0,1%-იანი პარტიების რიგში. "ქართულ ოცნებას" აქვს მხარდაჭერა და ნებისმიერ პარტიას რომელსაც მხარდაჭერა ექნება, აქვს შანსი ჩვენი წარმატება გაიმეოროს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო ბოლო წლების მსგავსად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის.

ჯამური 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული.  ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს ყველაზე მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი ყველაზე ნაკლებად თავისუფალს).

,,მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად სავარაუდოდ გახდის და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის გამყარებას ექნება ადგილი“, - ნათქვამია ანგარიშში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე