იაკუტიაში ადამიანებს ყინვისგან წამწამები ეყინებათ - ტემპერატურა -62 გრადუსამდე დაეცა (ვიდეო, ფოტო)

საქართველო, თბილისი - 16:26 | 16.01.2018
ნანახია: 2412

იაკუტიაში ძლიერი ყინვა მძვინვარებს. ჰაერის ტემპერატურა -62 გრადუსამდე დაეცა. ბრიტანული მედია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ დასახლებაზე წერს.

„თუ ფიქრობთ, რომ ახლა დიდ ბრიტანეთში ცივა, იფიქრეთ რუსეთში სოფელ იომიაკონის მცხოვრებლებზეც“, - წერს გაზეთი Metro.

„სოფელ ოიმიაკონში 500-მდე ადამიანი ცხოვრობს და ყინვამ მათ ჩვეულ ცხოვრებას ხელი ვერ შეუშალა“- აღნიშნავს გაზეთი.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწის ყველაზე ცივ სოფელში, სადაც იანვარში საშუალო ტემპერტურა -50 გრადუსამდე ეცემა და იქაურებს წამწამები რამდენიმე წამში ეყინებათ, მას შემდეგ რაც ქუჩაში გამოვლენ“, - წერს Daily Mail-ი.

ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=6Uml5h8zaqo




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე