კიევში რადას წინ მომიტინგეებმა რუსეთის დროშა დაწვეს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 16.01.2018
ნანახია: 1045

კიევის უმაღლესი რადას შენობასთან შეტაკება მოხდა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონის მიღებასა და რუსეთის აგრესორად აღიარებას.

თვითმხილველთა თქმით, მომიტინგეებმა ჯერ საბურავები დაწვეს, შემდეგ ცეცხლში რუსეთის დროშა გადააგდეს. ძალოვანებმა მათი შეჩერება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

უკრაინის პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დონბასის რეინტეგრაციის შესახებ, სადაც რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული.  კანონპროექტის თანახმად, კიევის მიერ არკონტროლირებად დონბასს ოკუპირებულად გამოაცხადებენ.

"უმაღლესი რადას წინ მოძრაობა „გათავისუფლების“ აქტივისტებმა დაწვეს აგრესორი ქვეყნის რუსეთის დროშა... სპეცრაზმელები აქტივისტებს თავს დაესხნენ, რაც ბატალიონ „დონბასის“ შიდა კორპუსის მებრძოლებმა და სხვა ქვედანაყოფების ვეტერანებმა აღკვეთეს. სპეცრაზმელებმა გამოიყენეს გაზი. სპეცრაზმელების მცდელობა გადაერჩინათ რუსეთის დროშა... ჩაიშალა“, - წერს Facebook-ის გვერდზე პარლამენტის წევრი სემიონ სემენჩენკო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე