სუპერმარკეტი თევზის შხამიან ღვიძლს დიდი ხნის განმავლობაში ყიდდა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 16.01.2018
ნანახია: 1553

იაპონიის აიტის პრეფექტურის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა არ შეიძინონ ადგილობრივ სუპერმარკეტებში შხამიანი თევზი ფუგუ.

იაპონური მედიის ცნობით, სუპერტმარკეტმა Super Tatsuya-მ ქალაქ ტოიოკავაში ხუთი შეკვრა გაყიდა, რომელიც თევზი-ფუგუს ღვიძლს შეიცავდა. მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტმა ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა.

პრეფექტურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ვინც თევზი შეიძინა, უკან დააბრუნონ.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, სუპერმარკეტი ფუგუს დიდი ხნის განმავლობაში ყიდდა, რადგან მის უვნებლობაში დარწმუნებული იყო.

კომპანიის განცახდებით, სუპერმარკეტი „იორიტო-ფუგუს“ ყიდდა, რომელიც თევზის სხვა სახეობებთან შედარებით ნაკლებად შხამიანია.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, სუპერმარკეტმა უკან ოთხი შეკვრა მიიღო, მეხუთე მყიდველი კი მაღაზიას დაუკავშირდა, და აცნობა, რომ თევზი მისმა ოჯახმა მიირთვა, თუმცა მათი ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგები არ მოყოლია.

იაპონიაში თევზი ფუგუ დელიკატესად მიიჩნევა. თუმცა ამ თევზის ღვიძლი და შინაგანი ორგანოები საწამლავს ტეტროდოტოქსინს შეიცავს. არასწორი მომზადების შემთხვევაში კერძი სიცოცხლისთვის შესაძლოა სახიფათო გახდეს. ფუგუს ღვიძლის გაყიდვა იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრძალულია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე