ავტობუსი სახლის კედელს დაეჯახა- დაშავებულია 48 ადამიანი, მათგან 43 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 13:27 | 16.01.2018
ნანახია: 905

48 ადამიანი დაშავდა გერმანიის ქალაქ ებერბახში ავტობუსის ავარიის შედეგად. 10 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებიდან 43 ბავშვია.
შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საუბარია არა სკოლის, არამედ სამგზავრო ავტობუსზე, რომელსაც დილით ბვერი მოსწავლე გადაყავდა. ინციდენტი ოდელვალდშტრასეს ქუჩაზე მოხდა. ავტობუსი დაუდგენელი მიზეზებით გზიდან გადავიდა, რამდენიმე ავტომობილს გადაუარა და სახლის კედელს დაეჯახა.

დაშავებულია ავტობუსის მძღოლიც. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, მაშველები და საწარფო დახმარების ბრიგადები, ჰაერიდან მათ პოლიციის რამდენიმე ვერტმფრენიც ეხმარება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე